კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი პედრო კარიერას როგორც ივარაუდებოდა, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს, ოღონდ არა “მანჩესტერ იუნაიტედში”, არამედ ლონდონის “ჩელსიში”. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა “მარკა” გვამცნობს.
ამავე წყაროს ცნობით, კლუბებს შორის გუშინ საღამოს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც კატალონური გრანდი შემტევის სანცვლოდ 28 მილიონ ევროსა და პლიუს ბონუსებს მიიღებს. ფეხბურთელი ლონდონში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ შესაძლოა, კონტრაქტს ხელი უკვე დღესვე მოაწეროს.
27 წლის ფეხბურთელი “ბარსას” სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობს, თუმცა ბოლო ხანებში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.