გამოქვეყნდა ვთბ-ლიგის 2015-16 წლების სეზონის სრული კალენდარი, რომელშიც მონაწილეობას ქართული კლუბი “ვითაც” მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ტურნირი 16 გუნდს შორის ორ წრედ წარიმართება და თითოეულ მონაწილეს გარანტირებულად 3 მატჩის ჩატარება მოუწევს, საუკეთესო 8 კლუბი კი თამაშს პლეი-ოფში განაგრძობს.
“ვითა” მისთვის სადებიუტო გათამაშებაში 4 ოქტომბერს, ვოლგოგრადის “კრასნი ოკტიაბრთან” მატჩით ჩაებმება, 8-ში კი, თბილისის სპორტის სასახლეშივე ვთბ-ლიგის უმთავრეს ფავორიტ მოსკოვის ცსკა-ს დაუხვდება. ქართული კლუბის სრული განრიგი ამგვარია:
2015
4 ოქტომბერი: ვითა – კრასნი ოკტიაბრი (რუსეთი)
8 ოქტომბერი: ვითა – ცსკა (რუსეთი)
12 ოქტომბერი: ხიმკი (რუსეთი) – ვითა
18 ოქტომბერი: ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი) – ვითა
25 ოქტომბერი: კალევი (ესტონეთი) – ვითა
1 ნოემბერი: ვითა – ლოკომოტივ-ყუბანი (რუსეთი)
8 ნოემბერი: ვითა – უნიკსი (რუსეთი)
15 ნოემბერი: ენისეი (რუსეთი) – ვითა
22 ნოემბერი: ზენიტი (რუსეთი) – ვითა
29 ნოემბერი: ვითა – ვეფ (ლატვია)
5 დეკემბერი: ცმოკი-მინსკი (ბელარუსი) – ვითა
13 დეკემბერი: ვითა – ნიმბურკი (ჩეხეთი)
19 დეკემბერი: ასტანა (ყაზახეთი) – ვითა
2016
3 იანვარი: ვითა – ავტოდორი (რუსეთი)
11 იანვარი: ბაიზონსი (ფინეთი) – ვითა
16 იანვარი: კრასნი ოკტიაბრი (რუსეთი) – ვითა
25 იანვარი: ცსკა (რუსეთი) – ვითა
1 თებერვალი: ვითა – ხიმკი (რუსეთი)
7 თებერვალი: ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი) – ვითა
14 თებერვალი: ვითა – კალევი (ესტონეთი)
17 თებერვალი: ვითა – ბაიზონსი (ფინეთი)
21 თებერვალი: ლოკომოტივ-ყუბანი (რუსეთი) – ვითა
28 თებერვალი: უნიკსი (რუსეთი) – ვითა
6 მარტი: ვითა – ენისეი (რუსეთი)
13 მარტი: ვითა – ზენიტი (რუსეთი)
20 მარტი: ვეფ (ლატვია) – ვითა
27 მარტი: ვითა – ცმოკი-მინსკი (ბელარუსი)
5 აპრილი: ნიმბურკი (ჩეხეთი) – ვითა
10 აპრილი: ვითა – ასტანა (ყაზახეთი)
17 აპრილი: ავტოდორი (რუსეთი) – ვითა
ვთბ-ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაწილე გუნდების სატრანსფერო სიახლეების შესახებაც იწერება, თუმცა, “ვითას” განყოფილებაში კვლავაც “სიჩუმეა”. თბილისური კლუბის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე იქნება, არადა, სასტარტო მატჩამდე თვენახევარიღა რჩება...