იტალიის სერია A-ს ბინადარმა “ჯენოამ” ლისაბონის სპორტინგის ესპანელი ნახევარმცველი დიეგო კაპელი გაიფორმა. ამის შესახებ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. 27 წლის ფეხბურთელი, რომელიც პორტუგალიაში ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, გენუაში ორი წელი დარჩება.
დიეგო კაპელმა სახელი ესპანურ “სევილიაში” თამაშით გაითქვა, თუმცა შემდგომ განვითარება ვეღარ შეძლო და მასზე გაცემული ავანსებიც შესაბამისად, ვეღარ გაამართლა.