2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე საბერძნეთი სტამბოლს სტუმრობდა და ოთხთა ტურნირში ითამაშა, რომელშიც მონაწილეობას მაპინძელი თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ტუნისი იღებდნენ.
ბერძნებს ტუნისთან მატჩი არ გაუმართავთ, ბოსნიასთან იოლი გამარჯვება იზეიმეს, თურქეთთან კი მარცხი განიცადეს და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სასურველ დონეზე გამოიყურებოდნენ.
ბერძენთა მოსამზადებელ ციკლში ეროვნული გუნდის მაისური პირველად მოირგო ვასილის სპანულისმა. ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 10 ქულა ჩააგდო. ასეთივე მონაგარი ჰქონდათ კაიმაკოღლუს და კუფოსს, ანტეტოკოუნმპომ 13 ქულა მიითვალა, პერპეროღლუს აქტივში კი 11 ქულა იყო.
აი, თურქეთთან პრინციპულ მატჩში კი ბერძენთაგან სასურველ დონეზე მხოლოდ იანის ბურუსისი გამოირჩა. მან 22:12 წუთში 7-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო და 21 ქულას 8 მოხსნა და 4 პასი წაამატა. სპანულისი ამჯერად 5 ქულას დასჯერდა, ანტეტიკოპუნმპო – სამს, ამ ფონზე კი გამარჯვებაზე ფიქრი ძნელი გახლდათ.
ახლა, ბერძნები შინ დაბრუნდებიან და მზადებას ქსანთიში დაგეგმილი ტურნირისთვის დაიწყებენ. 21-23 აგვისტოს საბერძნეთის ნაკრების მეტოქეები რუსეთი, ჩეხეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან.
საბერძნეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 78:60 (22:16, 19:11, 21:14, 16:19)
საბერძნეთი: ბურუსისი (5), ზისისი (4), სპანულისი (10), კალატესი (3), პერპეროღლუ (11), სლუკასი (6), ანტეტოკოუნმპო (13), კაიმაკოღლუ (10), კუფოსი (10), პრინტეზისი (3), პაპანიკოლაუ, მანცარისი, იანკოვიცი (3).
მწვრთნელი: ფოტის კაციკარისი.
თურქეთი – საბერძნეთი 73:64 (19:21, 20:14, 13:15, 21:14)
საბერძნეთი: ბურუსისი (21), ზისისი (9), სპანულისი (5), კალატესი (6), პერპეროღლუ (4), სლუკასი, ანტეტოკოუნმპო (3), კაიმაკოღლუ, კუფოსი (4), პრინტეზისი (10), პაპანიკოლაუ (2), მანცარისი.
მწვრთნელი: ფოტის კაციკარისი.