ფეხბურთი

17:45 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” ნასტასიჩს რამდენიმე თვე მოისაკლისებს

გელზენკირხენის “შალკეს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სერბეთის ეროვნული ნაკრების მცველმა მატია ნასტასიჩმა “ვერდერთან” მოგებულ (3:0) ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მოედანი ნაადრევას მე-17 წუთზე დატოვა.

ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. როგორც გაირკვა ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ნასტასიჩი რამდენიმე თვეს “ხუმარების” ლაზარეთში გაატარებს.

0.114903