ფეხბურთი

19:45 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონის პვს-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა “ესპანიოლიდან” მექსიკის ეროვნული ნაკრების მცველი ექტორ მორენო დაიმატა.

ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჰოლანდიელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გაიღეს.

მექსიკელი მცველი ჰოლანდიის ერედივიზიონს დაუბრუნდა. ბარსელონურ გუნდამდე მორენო “ალკმაარში” 4 სეზონი ირჯებოდა. ესპანურ გუნდში გატარებულ ოთხ სეზონში კი ექტორმა 137 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113212