ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკომ” საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა გაზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე ძალაში დარჩება. გრიზმანს ხელფასი გაეზარდა და მისი შეძენის მსურველ კლუბს არა 65 მილიონი ევროს, არამედ გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონით გაზარდა კლუბმა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა.
გრიზმანი “სოსიედადიდან” “როხიბლანკოს” რიგებს გასული სეზონის სტარტამდე შეუერთდა. პირველივე სათამაშო წელს 54 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.