ხორვატიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “დნიპროს” ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლა კალინიჩი კარიერას “ფიორენტინაში” გააგრძელებს. 27 წლის თავდამსხმელმა “იებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო მიიღეს უკრაინელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ. ხორვატი “დნიპროს” ღირსებას ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში იცავდა და 125 ჩატარებულ შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა.