ფეხბურთი

14:31 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაკა ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერია

“ორლანდო სიტის” სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი როკარდო კაკა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა დუნგამ კოსტა რიკასა და აშშ-ს წინააღმდეგ ჩასატარებელი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა.

“სელესაოს” ოფიციალურ ვებგვერდს კაკამ განუცხადა, რომ ნაკრებში თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, იგი ძალიან ბედნიერია და შეუძლია გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

კაკამ ბოლოს ბრაზილიის ნაკრების მაისურით 2014 წლის 14 ოქტომბერს იაპონისთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. სულ “სელესაოს” რიგებში შემტევს 89 შეხვედრა აქვს ჩატარებული, გაიტანა 29 გოლი და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065901
სარეკლამო ადგილი - 99
X x X