ფეხბურთი

13:15 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სოლდადო “ვილიარეალში” სამი სეზონი ითამაშებს

“ვილიარეალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლონდონის “ტოტენჰემის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რობერტო სოლდადო კარიერას ესპანურ გუნდში გააგრძელებს.

თავდამსხმელი “ყვითელი ნავის” რიგებში მომდევნო სამ სეზონს გაატარებს. ინგლისელები კი ტრანსფერის სანაცვლოდ 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ინგლისურ გუნდამდე “ოსასუნაში”, “ხეტაფესა” და “ვალენსიაში” ასპარეზობდა. “ტოტენჰემის” რიგებში 76 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

0.070865