ფეხბურთი

23:59 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა და კაშიამ ადვილად იმარჯვეს

ჰოლანდიაში სტარტი აიღო ერედივიზიონის მეორე ტურმა. არნემში, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “ვიტესმა” ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა კერკადეს “როდას” ადვილად აჯობეს – 3:0.

“ვიტესის” ქართველმა კაპიტანმა კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. მის დარად, თავიდან ბოლომდე გაისარჯა ყაზაიშვილიც.

“ვიტესს” ორი ტურის შემდგომ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის პირველ პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119907