საფრანგეთის ჩემპიონ "პარი სენ ჟერმენის" შვედი ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდს არ შეიცვლის. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ nos-თან ინტერვიუში განაცხდა.
"იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს არ დატოვებას", - მოკლედ თქვა რაიოლამ.
ზლატანის გუნდის შესაძლო დატოვების თაობაზე სპეკულაციები არ წყდებოდა. იმავე რაიოლამ ცოტა ხნის წინ სტამბოლის "გალათასარაის" ინტერესი დაადასტურა. გარდა თურქული გუნდისა, იბრას მომავალს "მილანთანაც" აკავშირებდნენ.