ფეხბურთი

16:11 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" გაძლიერებას განაგრძობს

იტალიის ვიცეჩემპიონი "რომა" ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" მარცხენა მცველ ლუკას დინიეს გაიფორმებს. ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "ეკიპი" წერს.

22 წლის ფეხბურთელი კვირის ბოლომდე რომში ჩავა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

ლუკას დინიე პსჟ-ში 2013 წელს "ლილიდან" გადავიდა და პარიზში მასზე დიდ იმედსაც ამყარებდნენ, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბრაზილიელ მაქსველთან კონკურენცია ვერ დაძლია.

0.11633