ფეხბურთი

14:13 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ სუპერთასისთვის 18 ფეხბურთელი შეარჩია

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” თავკაცმა ლუის ენრიკემ “ბილბაოს” წინააღმდეგ ეპანეთის სუპერთასის მატჩისთვის გაფართოებული 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრისთვის “ატლეტიკის” წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა შემდეგ ფეხბურთელებს ექნებათ: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალვეში, პედრო, ინიესტა, სუარესი, მესი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, სანდრო, მუნირი, სერხი რობერტო, ადრიანო, ვერმალენი.

ნეიმარი, დუგლასი და ალბა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ბარსელონაში დარჩნენე. არდა თურანს და ალეიქს ვიდალს 2016 წლის დასაწყისამდე გუნდში თამაშის უფლება არ აქვთ, ხოლო მატიე და მასიპი განაცხადს მიღმა დარჩნენ.

ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი ბილბაოში დღეს გვიან ღამით გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა “კამპ ნოუზე” სამ დღეში შედგება.

0.110643