ფეხბურთი

16:49 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" “ჯარისკაცმა” დატოვა

როგორც "ტოტენჰემის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბი რობერტო სოლდადომ დატოვა.

Sky Sports-ის ცნობით, ესპანელი ფორვარდი ლა ლიგას დაუბრუნდება და "ვილიარეალში" ითამაშებს. ამ ეტაპზე უცნობია კონტრაქტის ხანგრძლივობა.

30 წლის ფორვარდმა პროფესიული კარიერა მადრიდის "რეალში" დაიწყო. სოლდადო (ჩვენებურად ჯარისკაცი) თამაშობდა "ოსასუნასა" და "ხეტაფეში", კარიერის საუკეთესო პერიოდი "ვალენსიაში" გაატარა.

სოლდადოს ინგლისური კარიერა წარუმატებელი გამოვიდა, რადგან შედეგიანობას მკვეთრად უკლო.

0.130923