ფეხბურთი

14:57 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა და დემეტრაძე ყოფილი თანაგუნდელის ხსოვნის მატჩში

17 აგვისტოს, კიევში ვიკტორ ბანიკოვის სახელობის სტადიონზე ტრაგიკულად დაღუპული უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის სერგეი ზაკარლიუკას ხსოვნის მატჩი ჩატარდება, რომელშიც ქართველებიც ითამაშებენ. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი matchday.ua იუწყება.

ზაკარლიუკა შარშან ოქტომბერში ავტოკატასტროფაში 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომავალ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ეროვნული გუნდის ექსფორვარდი გიორგი დემეტრაძე იასპარეზებენ.

კანკავასა და ზაკარლიუკას ერთად კიევის “არსენალში” უთამაშიათ, ხოლო დემეტრაძე და აწ გარდაცვლილს – დონეცკის “მეტალურგში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120759