ფეხბურთი

12:53 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სევილიელთა პრეზიდენტი თავისი ფეხბურთელებით ამაყობს

11 აგვისტოს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩატარებული უეფას სუპერთასის მატჩით კმაყოფილი დამარცხებული მხარის, “სევილიას” პრეზიდენტი ხოსე კასტროც დარჩა.

“ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებითა და მთლიანად გუნდით. “სევილია” არასდროს ნებდება და მატჩის გადარჩენის შანსი იმ მცირე დროშიც კი გვქონდა, როდესაც ანგარიში 4:5 გახდა. ჩვენ წინააღმდეგ მძლავრი გუნდი თამაშობდა, რომლის რიგებს 10 ბრწყინვალე ფეხბურთელი და ერთიც “სხვა პლანეტის”, წარმოუდგენელი მონაცემების მოთამაშე იცავს”, - განაცხადა კასტრომ.

“მთელ ევროპას დავუმტკიცეთ, უმაღლესი დონის ფეხბურთელები, მეტად ძლიერი გუნდი და ღირსეული გულშემატკივრები რომ გვყავს”, - დასძინა ანდალუსიელთა თავკაცმა.

0.119878