ფეხბურთი

19:55 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ჰალილოვიჩს ელევა

კატალონიის "ბარსელონას" ნიჭიერი ხორვატი ფეხბურთელი ალენ ჰალოლივიჩი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ "ჰამბურგში" გააგრძელებს. ამის შესახებ გერმანული პორტალი hamburger morganpost-ი წერს. გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, კლუბები უკვე შეთანხმდნენ და 19 წლის ნახევარმცველი გერმანიაში იჯარის წესით გადაბარგდება.

ალენ ჰალოლივიჩი "ბარსელონაში" 2014 წელს ზაგრების "დინამოდან" გადავიდა და გასული სეზონი "ბარსას" მეორე გუნდში გაატარა, რომლის რიგებშიც 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.119039