ფეხბურთი

17:48 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასტორი ფლორენციაში წარადგინეს

იტალიის სერია A-ს ბინადარმა ფლორენციის "ფიორენტინამ" იტალიის ნაკრების წევრი დავიდე ასტორი ოფიციალურად წარადგინა. 28 წლის მცველი "არტემიო ფრანკიზე" 13 ნომრით ითამაშებს.

ასტორიმ გასული სეზონი დედაქალაქურ "რომაში" გაატარა, რომლის ღირსებაც 24 შეხვედრაში დაიცვა და თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო მანამდე სახელი სარდინიულ "კალიარიში" თამაშით მოიხვეჭა. დავიდეს იტალიის ნაკრებში 9 მატჩში 1 გოლიც აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112918