ფეხბურთი

15:07 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ახალი ნესტა გაიფორმა

იტალიის ახალგაზრდული ნაკრებისა და "რომას" აწ უკვე ყოფილი მცველი ალესიო რომანიოლი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" იუწყება. 20 წლის ფეხბურთელი "როსონერიში" 2020 წლის ჩათვლით დარჩება და სეზონში ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. "მილანმა" ნიჭიერი მცველის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღო, რომელსაც ბონუსების სახით 3 მილიონი კიდევ დაემატება.

რომანიოლი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, ხოლო მის დებიუტს ახალი გუნდის რიგებში 12 აგვისტოს, ტროფეო ტიმის გათამაშებაში "სასუოლოსა" და "ინტერის" წინააღმდეგ ელიან.

ალესიო რომანიოლის იტალიაში ლეგენდარული ალესანდრო ნესტას მომავალს უწინასწარმეტყველებენ. გამოსარჩევია, რომ ალესიო "მილანში" 13 ნომრით ითამაშებს. გასული სეზონი იმედისმომცემმა მცველმა იჯარით გენუის "სამპდორიაში" გაატარა და 30 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

0.117114