როგორც Augsburger Allgemeine იუწყება, “აუგსბურგი” მარკო მარინით დაინტერესდა. აღნიშნული წყაროს ცნობით, გერმანული კლუბის ფეხბურთელი აბდულ ბაბა სავარაუდოდ ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს კარიერას.
რაც შეეხება მარკო მარინის, 26 წლის მოთამაშე “არისტოკრატთა” საკუთრებაა, “აუგსბურგის” მთავარ მწვრთნელ მარკუს ვაინცირლს სურს ბაბას ტრანსფერის პარალელურად “აუგსბურგი” მარინით გაძლიერდეს.
მარინის კარიერის წარმატებული პერიოდი “გლადბახსა” და “ვერდერს” უკავშირდება. 2012 წელს ბრემენული კლუბიდან “ჩელსიში” გადავიდა, თუმცა ინგლისურ კლუბში ვერ დამკვიდრდა. განათხოვრების წესით “სევილიაში”, “ფიორენტინასა” და “ანდერლეხტში” ითამაშა.
მარკო მარინის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი ჩაუტარებია, უკანასკნელად კი 2010 წელს ითამაშა.