ფეხბურთი

12:30 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” ბილიას 50 მილიონად აფასებს

როგორც Corriere dello Sport იუწყება, რომის “ლაციო” ლუკას ბილიას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ტრანსფერის განხორციელების რეალურობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

29 წლის არგენტინელით “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი დამრიგებელი ლუის ვან გაალია დაინტერესებული. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთხელ გაიჟღერა ბილიას შესაძლო ტრანსფერმა ინგლისურ კლუბში, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად კლუბები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ბილიას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში “ანდერლეხტში” თამაშის დროს შედგა. ლუკასმა ბელგიელთა შემადგენლობაში 7 წელი გაატარა.

2013 წელს 29 წლის საყრდენი “ანდერლეხტიდან” რომის “ლაციოში” გადავიდა და იტალიელთა გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117751