ლისაბონის “სპორტინგი” პორტუგალიის 2015 წლის სუპერთასის მფლობელია. დედაქალაქურ დერბიში ქვეყნის თასის მფლობელმა მოქმედი ჩემპიონი ლისაბონის “ბენფიკა” 1:0 დაამარცხა (VIDEO). ერთადერთი გოლი კარილიომ 53-ე წუთზე გაიტანა.
“სპორტინგის” თავკაცი ჟორჟე ჟესუსი გახლავთ, რომელიც გასულ სეზონში “არწივებს” თავკაცობდა. ლისაბონელებმა სუპერთასი მერვედ მოიგეს.