ფეხბურთი

11:33 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის “ინტერმა” უარი უთხრა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, რომელიც მოცემულ მომენტში ახალი კლუბის ძიებაშია, საკუთარი თავი მილანის “ინტერს” შესთავაზა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, 24 წლის ფორვარდის ყოფილმა კლუბმა ბალოტელის შეთავაზებას კატეგორიული უარით უპასუხა. თავად ბალოტელიმ უარი “ალ-აჰლის” უთხრა და “ლაციოს” ვარიანტს განიხილავს, სადაც გადასვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა.

მარიოს მსურველთა შორის “ბოლონია” და “სამპდორიაც” სახელდებიან, ოღონდ ისინი ფორვარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში ინათხოვრებენ, თუ “ლივერპული” მისი ხელფასის ნაწილის გადახდას დათანხმდება. უფრო ადრე კლუბის ხელმძღვანელობამ ბალოტელის შეძენა კიდევ ერთ მილანურ კლუბს, “მილანს” შესთავაზა, მაგრამ “როსონერიმ” ეს შეთავაზება უარყო.

0.113591