დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას საფეხბურთო კლუბ ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს.
31 თავდამსხმელს ბათუმის “დინამოსთან” ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ბოლნისში 6-თვიანი იჯარით გადავა.
განვლილ სეზონში, მან ბათუმელთა რიგებში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.