“ნიუ იორკ ნიქსმა” 25 წლის ფრანგი ფორვარდი კევინ სერაფინი დაიმატა. სერაფინი ნიუ იორკულ კლუბს მხოლოდ 2015-16 წლის სეზონში დაეხმარება. ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
2010-15 წლებში სერაფინი “ვაშინგტონ უიზარდსის” ღირსებას იცავდა. განვლილ სეზონში სერაფინი საშუალოდ ერთ მატჩში 6.6 ქულას და 3.6 მოხსნას აგროვებდა. სერაფინი 2010 წელს დრაფტზე მეჩვიდმეტე ნომრად “ჩიკაგო ბულზმა” აირჩია.