ფეხბურთი

18:15 | 7.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეპე 2-3 კვირა იუქმებს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” მცველ პეპეს მარჯვენა ფეხის კუნთი აწუხებს. ფეხბურთელმა ტრავმა აუდის თასზე მიუნხენის “ბაიერნთან” შეხვედრის დროს მიიღო და მე-15 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ნაჩო შევიდა.

ესპანური “მარკას” ინფორმაციით, პორტუგალიელი ორი ან სამი კვირა სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პეპეს მონაწილეობა “ხიხონის” წინააღმდეგ 23 აგვისტოს გასამართ პრიმერადივიზიონის პირველ მატჩში.

0.117176