“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჩილელმა სპეციალისტმა მანუელ პელეგრინიმ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე გაახანრძლივა.
გასულ სეზონში სამხრეთამერიკელ სპეციალისტს გულშემატკივრები აკრიტიკებდნენ და გუნდიდან მის წასვლას მოითხოვდნენ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ სხვანაირად გადაწყვიტა.
პელეგრინის მეთაურობით “სიტიმ” 107 მატჩი ჩაატარა, აქედან 69 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა, 23 წააგო, გაიტანა 258 გოლი და 114 გოლი გაუშვა.