11 აგვისტოს თბილისში გასამართ უეფას სუპერთასის მატჩს „დინამო არენა“ მზადყოფნაში ხვდება. სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარით ფინანსდება. სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ შემუშავებული პროექტებით სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლა მოხდა, ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
„დინამო არენაზე“ გარემონტდა და კეთილმოეწყო მატჩზე მოვლენილი უეფას წარმომადგენელთათვის განკუთვნილი 3 ოფისი, განახლდა მატჩის მონაწილეთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და 52 ე.წ. სკაი-ბოქსი. სტადიონის ვიპ-განყოფილებაში დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი. ცნობისთვის, ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით „დინამო არენა“ ისეა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რომ მას რეგიონში ანალოგი არ გააჩნია.
სტადიონის რეაბილიტაციის ერთ-ერთი დასკვნითი ეტაპი იყო პლასტმასის სკამების სრული გამოცვლა. „დინამო არენაზე” იტალიური კომპანია OMSI-ის მიერ მოწოდებული „ჩვეულებრივი“ პლასტმასის და მოწვეული (5000) და VIP-ლოჟის (500) სტუმრებისთვის ესპანური DAPLAST-ის დამზადებული სკამები (სულ 53000) დამონტაჟდა.
მწერალი ჟურნალისტებისთვის ჩვეულ ადგილზე მოეწყო 130 პერსონაზე განკუთვნილი გადახურული მედია-ზონა. რაც შეეხებათ ტელე და რადიო-კომენტატორებს, მათთვის მეორე იარუსზე 80 მაგიდა განთავსდა.
ტექნოლოგიური განვითარების ფონდი