სერბულ სუბოტიცაში გრძელდება ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ხაჩიძემ (46) და დემურ მეგენეიშვილმა (76) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ბრინჯაოს კი თორნიკე კვინიკაძე (63) და ზურიკო ურთაშვილი (100) დაეუფლნენ.
42 კგ - გიორგი ხაჩიძემ ფინალამდე სამ შეხვედრაში გაიმარჯვა, ფრანგი ვალენტინ დამოური 10-0, პოლონელი კორდიან სკრზისკი 4-4, ნახევარფინალში კი ბერძენი გიორგიოს 8-5 დაამარცხა, ფინალში 3-10 დათმო შეხვედრა სომეხ არსენ ჰარუტუნიანთან.
76 კგ - დემურ მეგენეიშვილმა ფინალამდე ოთხ მეტოქეს მოუგო. ლატვიელი არტიომს სუმაკოვსი 10-0, თურქი მუჰამედ გუნდორი 6-4, პოლონელი მიჩათ ბიელანსკი 6-1, ბულგარელი ივან სტეფანოვი 4-4 დაამარცხა, ფინალში კი რუსი მარიკ შებზუხოვთან დათმო 3-7.
63 კგ - თორნიკე კვინიკაძემ აზერბაიჯანელი კურბან კურბანოვი 10-2, შემდეგ თურქ ჰასან კაიას მოუგო 10-8, ნახევარფინალში კი 4-6 დამარცხა რუს მაგომედ სურხოევთან და ბრინჯაოსთვის კი უკრაინელ გრიგორი ტერზის 11-4 მოუგო.
100 კგ - ზურიკო ურთაშვილმა პირველ შეხვედრაში რუს ალექსანდრ ხოზიევს 10-0 სძლია, მეოთხედფინალში პოლონელ დამიან ჩოტუს 6-0 მოუგო, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი ალიმაგომედ ალიხმაიევთან დამარცხდა 0-9. ბრინჯაოსთვის მან თურქ მეხმეტ კარაბულუტს იოლად სძლია 10-0.
54 კგ - ვანო გოდელაშვილმა სლოვაკი ბალაკს ჰაკსერი 10-0 დაამარცა თუმცა მომდევნო შეხვედრაში 2-4 დამარცხდა აზერბაიჯანელ საბუტაი საბუტაისთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
www.wrestling.ge