“იუვენტუსის” ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ 2005 წელი გაიხსენა, როცა პირველად ლიონელ მესის თამაში ნახა.
“2005 წელს, სანამ ამხანაგური მატჩი დაიწყებოდა, მე მივედი ფრენ რაიკაარდთან და მესიზე ვესაუბრე. ვიცოდი, რომ მესის “ბარსელონაში” თამაშთან დაკავშირებით რაღაც ბიუროკრატიული პრობლემები ჰქონდათ. ამ მომენტში გამიჩნდა იდეა, რომ მესი ტურინში დაგვეპატიჟა, მაგრამ რაიკაარდმა მითხრა, ეს პრობლემა სამ-ოთხ თვეში მოგვარდებაო. როცა მესის თამაში პირველად ვნახე, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ვერ ვიჯერებდი, რომ ამ ასაკის ფეხბურთელს ამხელა უნარები ჰქონდა. მისი ქარიზმა, ხარისხი, დრიბლინგი ეს ფანტასტიკაა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებზე, მაგრამ ყველა ეპოქას თავისი გმირები ჰყავს. დი სტეფანო, პელე, მარადონა და ახლა – მესი” – განცხადა კაპელომ.