ფეხბურთი

16:25 | 5.08.2015 | ნანახია 2547 - ჯერ

ჩავის ნომერი ალვეშს ერგო

“ბარსელონამ” ახალი სეზონის წინ სათამაშო ნომრები დაამტკიცა. ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 2015-2016 წლების სეზონში 6-ნომრიანი მაისურით, რომელიც გუნდიდან ლეგენდარული ჩავი ერნანდესის წასვლის შემდეგ თავისუფალი დარჩა, დანი ალვეში ითამაშებს. აქამდე ალვეში 22-ე ნომრით ასპარეზობდა. ჩავი ამ ზაფხულს ყატარულ “ალ სადში” გადავიდა.

2-ნომრიანი მაისური მიიღო მცველმა დუგლასმა, რომელიც “ინტერში” გადასვლამდე მონტოიას ემოსა.

ჯერ არ მიუღიათ სათამაშო ნომრები “ბარსელონას” ახალწვეულებს არდა თურანს და ალეიქს ვიდალს, რომლებიც ფიფას მიერ ესპანური კლუბისთვის ფეხბურთელთა რეგისტრაციაზე დაწესებული აკრძალვის გამო, კატალონეილთა რიგებში ოფიციალური მატჩების ჩატარებას 2016 წლის იანვრამდე ვერ შეძლებენ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:06 | 06.08.2015
5_stars (11475)

ჯობდა 6 ნომერი ბუსკე გამხდარიყი., 5 ნომერი ვერმას ან რომელიმე მცველს აეღო, დანის თავისი 2 ნომერი. დუგლასი კიდე 89474 ნომერზე მეტს არ იმსახურებს

12:31 | 06.08.2015
a.reversi (9540)

თვითონ პუიოლმა გადასცა 5 ნომერი ბუსკეტს და არ შეიცვლის ნომერს

10:34 | 06.08.2015
მადრიდისტა (17021)

დუგლასი საერთოდ არის გუნდში??? ალვეშის არ ყოფნაში სულ სხვა ვინმეს აყენებდენ მცველად

10:57 | 06.08.2015
5_stars (11475)

ყოფილა წელს ბოლო სეზონი იქნება მაგის, სანამ ვიდალი თამაშის უფლებას მიიღებს

12:29 | 06.08.2015
საბარსა (2123)

DDD იანვრამდეც ვერ გაქაჩავს ტრავმა მიიღო 2თვიანი და ეგ რო გამოვა რა იქნება ,ისედაც საშინელებაა დ

11:09 | 06.08.2015
მადრიდისტა (17021)

ვიდალი იანვრიდან ითამაშებს და ალვეშსაც გადასვავს სკამზე

10:04 | 06.08.2015
5_stars (11475)

არ უნდა აეღო დანის 6 ნომერი, არ მივესალმები ამ ამბავს

23:04 | 05.08.2015
satri (617)

და იანვრამდე თურანმა უნდა იფხანოს? იჯარით მაინც გაუშვან სადმე

19:06 | 05.08.2015
BATIGOLI 9. (4375)

ალექს ვიდალი აიღებს 22-ს და პედრო თუ წავიდა არდა 7-ს

0.113368