მადრიდის” რეალის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა სერხიო რამოსის “მანჩესტერში” და კარიმ ბენზემას “არსენალში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
“რაც შეეხება ბენზემას, მის გარშემო ყოველთვის ბევრი ჭორია, მაგრამ ეს არ მაღელვებს. მე მინდა მარტო ფეხბურთზე ვიფიქრო. ჩემი ყველა ფეხბურთელი კლუბში რჩება”- განაცხადა ბენიტესმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბენზემა “არსენალში” 65 მილიონის სანაცვლოდ გადადიოდა და რამოსი “მანჩესტერის” ფეხბურთელი გახდებოდა.