ფეხბურთი

16:58 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა თურქეთის 10 საუკეთესო ლეგიონერს შორის

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა თურქეთის სუპერლიგაში აქამდე მოთამაშე საუკეთესო 10 ლეგიონერის სია შეადგინა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე მოხვდა.

უეფას ვებგვერდის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

გეორგე ჰაჯი (რუმინეთი, “გალათასარაი”), ალექსი (ბრაზილია, “ფენერბახჩე”), გეორგე პოპესკუ (რუმინეთი, “გალათასარაი”), დიეგო ლუგანო (ურუგვაი, “ფენერბახჩე”), დიდიე დროგბა (კოტდივუარი, “გალათასარაი”), ტომაშ სივოკი (ჩეხეთი, “ბეშიქთაში”), პიერ ვან ჰოიდონკი (ჰოლანდია, “ფენერბახჩე”), შოთა არველაძე (საქართველო, “ტრაბზონსფორი”), მარიო ჟარდელი (ბრაზილია, “გალათასარაი”), ტაფარელი (ბრაზილია, “გალათასარაი”).

აღსანიშნავია, რომ არველაძე მეორე ლეგიონერია, რომელსაც ოდესმე თურქეთის სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოუგია. 1995-1996 წლების სეზონში მან “ტრაბზონსფორის” მაისურით 25 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115174