ფეხბურთი

14:22 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ “კუკესის” ტექნიკური წაგება ჩაუთვალა

უეფამ ალბანეთის “კუკესის” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის “ლეგიასთან” მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო ტექნიკური წაგება ჩაუთვალა.

თამაში 30 ივლისს ტირანაში ჩატარდა. 51-ე წუთზე ერთ-ერთი ტრიბუნიდან ალბანელი ფანის მიერ ნასროლი ქვა “ლეგიას” სლოვაკ ნახევარმცველ ონდრეი დუდას თავში მოხვდა, რის შემდეგ, ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, მაგრამ თავი კი გვარიანად დაუზიანდა. ინციდენტის გამო მატჩი შეწყდა და იმ მომენტისთვის “ლეგია” 2:1 იგებდა.

უეფამ “კუკესის” 0:3 წაგება ჩაუთვალა. მომდევნო მატჩი 6 აგვისტოს პოლონეთში ჩატარდება.

0.11312