“ლესტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდმა ფრანგული “კაენიდან” 24 წლის ნახევარმცველი ნგოლო კანტე დაიმატა. საფრანგეთის და მალის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. “მელიებმა” ფრანგებს ტრანსფერში 5.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.
გასულ სეზონში ნგოლომ ფრანგული გუნდის რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.