კატალონიის "ბარსელონას" ოფიციოალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდი იტალიის ქალაქ ბოლონიას დღეს ჩაფრინდა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩს "ფიორენტინას" წინააღმდეგ დღესვე გამართავს.
ლუის ენრიკემ გუნდის 18-კაციანი შემადგენლობა წაიყვანა. ესპანელმა სპეციალისტმა ლიონელ მესი, ნეიმარიო, ხავიერ მასკერანო და დანი ალვეში დაასვენა. ადრიანო, ჟერემი მატიე, დუგლასი და არდა თურანი ტრავმის გამო ბარსელონაში დარჩნენ.
ენრიკე "ფიორენტინას" წინააღმდეგ შემდეგ 18 ფეხბურთელს გამოიყენებს: ტერ შტეგენი, მასიპი, პიკე, რაკიტიოჩი, ბუსკეტსი, პედრო, ინიესტა, სუარესი, რაფინია, ბარტრა, ხორდი ალბა, სერხი რობერტო, ვერმალენი, სანდრო, მუნირი, ჰალილოვიჩი.
"ბარსელონა" 5 აგვისტოს "კამპ ნოუზე" ჟოან გამპერის თასზე "რომას" უმასპინძლებს, შემდეგ კი თბილისში გამოფრინდება და 11 აგვისტოს "სევილიას" უეფას სუპერთასის მატჩში დაუპირისპირდება.