თბილისი 2015-ის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში ჩამოსული გახლდათ ფიბა-ევროპის ვიცე-პრეზიდენტი სირილ კუმანსი, რომელიც კურირებას უწევდა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკალათბურთო ტურნირებს.
კუმანსი გახლდათ ფიბა-ევროპას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ, რაც ოლაფურ რაფნსონი გარდაიცვალა. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ის ფიბა-ევროპის ვიცე-პრეზიდენტია.
კუმანსმა საქმიანი შეხვედრები გამართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და ფედერაციის ხელმძღვანელობასთან.