საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 9 მედლით და მე-2 გუნდური ადგილით ჩაამთავრა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა შორის 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა, გოგონებში - +70 კილოგრამში. საქართველოს სახელით საქმეში ონისე სანებლიძე (90 კგ) და გელა ზაალიშვილი (+90 კგ) ჩაერთნენ და ორივე პოდიუმზე ავიდა. პირველმა საერთო მონაგარს ოქრო შემატა, მეორემ – ბრინჯაო.
ონისე სანებლიძემ ფინალის გზაზე პოლონელი ერიკ რიჩიაკი, სერბი შტეფან მისიჩი და უკრაინელი ოლექსეი ბაბიენკო დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ალიუმარ ტუმაევს იპონით სძლია.
გელა ზაალიშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან – ავსტრიელ შტეფან ჰეგთან მარცხით. იქამდე ესპანელი ესპანელი დავიდ სანდსტრომ დაპარტე და სლოვენიელი ენეი მარინიჩი იპონ-იპონ ჩამოიშორა. ბელარუს იაჰორ კუხარენკა კი იუკოთი დაამარცხა.
რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანელ რუსტამ კოცოიევს დაეჭიდა და ორი იუკოთი აჯობა.
მძიმეწონოსან გოგონებს შორის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე იტალიელი ანალისა კალარეტი ავიდა, რომელმაც ფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი – ებრაელი რაზ ჰერშკო დაამარცხა.
ძიუდო
თბილისი 2015
28 ივლისი -1 აგვისტო
ვაჟები
50 კგ
1 ბიაჯიო დანჯელო (იტალია)
2 პაულ რონჩი (შვეიცარია)
3 ზურაბ კახნიაშვილი (საქართველო)
3 იბრაჰიმ ბაირამლი (აზერბაიჯანი)
55 კგ
1 იონ მიჰაილოვი (მოლდოვა)
2 კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
3 თემურ ნოზაძე (საქართველო)
3 ლუკა კარლინო (იტალია)
60 კგ
1 რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)
2 მანუელ ლომბარდო (იტალია)
3 ისმაილ იბრაგიმოვი (აზერბაიჯანი)
3 ლარს კამფუისი (ჰოლანდია)
66 კგ
1 ჯოვანი ესპოზიტო (იტალია)
2 გევორგ მანუკიანი (უკრაინა)
3 ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო)
3 იორის ბოესი (გერმანია)
73 კგ
1 ჰასილ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)
2 რაზვან ჩიოლანი (რუმინეთი)
3 ვასილი ბალამპანაშვილი (საბერძნეთი)
3 ლუკას ვიტვერი (შვეიცარია)
9 ლაშა დუდაშვილი (საქართველო)
81 კგ
1 მურად ყურბანისმაილოვი (რუსეთი)
2 მიროსლავ კოპისი (სლოვაკეთი)
3 იან რეინტენს (ჰოლანდია)
3 აპორ ტოტი (უნგრეთი)
90 კგ
1 ონისე სანებლიძე (საქართველო)
2 ალიუმარ ტუმაევი (რუსეთი)
3 ოლექსეი ბაბენკო (უკრაინა)
3 სიმეონ კატარინა (ჰოლანდია)
+90 კგ
1 შტეფან ჰეგი (ავსტრია)
2 ვლადისლავ ბერეზკა (უკრაინა)
3 გელა ზაალიშვილი (საქართველო)
3 იაჰორ კუხარენკა (ბელარუსი)
გოგონები
40 კგ
1 შაფაგ ჰამიდოვა (აზერბაიჯანი)
2 ანასტასია კუტერინა (რუსეთი)
3 არიანა გალიანი (იტალია)
3 ვასილიკი კოური (კვიპროსი)
44 კგ
1 სოფია პეტიტო (იტალია)
2 ლაურა მარტინეს აბელენდა (ესპანეთი)
3 დომინიკა კინჩელოვა (სლოვაკეთი)
3 სანდრა ტამასი (უნგრეთი)
48 კგ
1 კაროლინ მარკუს ტაბელიონი (საფრანგეთი)
2 სარა ჰერმანი (გერმანია)
3 ნატალია ყიფშიძე (საქართველო)
3 ნადეჟდა პეტროვიჩი (სერბეთი)
52 კგ
1 მზია ბებოშვილი (საქართველო)
2 ილსე ბურენი (ჰოლანდია)
3 ირემ კორკმაზი (თურქეთი)
3 ნებისა იბრაგიმოვა (რუსეთი)
57 კგ
1 ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო)
2 ანა დაბროვსკა (პოლონეთი)
3 ემილია კანერვა (ფინეთი)
3 დანა ნაგუჩევა (რუსეთი)
63 კგ
1 იოანა ობრადოვიჩი (სერბეთი)
2 ირინა ხრიაშჩევსკაია (უკრაინა)
3 ლარა კლიბა (ხორვატია)
3 სანე ვერმეერი (ჰოლანდია)
9 ნათია მიქაბერიძე (საქართველო)
70 კგ
1 ალისე ბელანდი (იტალია)
2 იოვანა პეკოვიჩი (ჩერნოგორია)
3 პეტრა ოპრესნიკი (სლოვენია)
3 კარლა პროდანი (ხორვატია)
+70 კგ
1 ანალისა კალარეტი (იტალია)
2 რაზ ჰერშკო (ისრაელი)
3 მარკეტა პაულუსოვა (ჩეხეთი)
3 მერსედეს ზიგეტვარი (უნგრეთი)
გუნდური. გოგონები და ვაჟები
ო ვ ბ V VII
1 იტალია 5 1 2 0 0
2 საქართველო 4 0 5 0 0
3 აზერბაიჯანი 2 1 2 2 0
4 რუსეთი 1 2 2 1 1
5 სერბეთი 1 0 1 0 0
6 საფრანგეთი 1 0 0 3 1
7 მოლდოვა 1 0 0 0 4
8 ავსტრია 1 0 0 0 2
9 უკრაინა 0 3 1 0 0
10 ჰოლანდია 0 1 5 0 3