სხვა

14:29 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტანმოვარჯიშე დმიტრი გოვოროვმა საქართველოს მეხუთე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა

თბილისში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟთა შორის ბჯენითი ხტომების ჩემპიონატში საქართველოს წარმომადგენელმა დმიტრი გოვოროვმა 14.150 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბჯენითი ხტომების ჩემპიონატში სულ რვა სპორტსმენი მონაწილეობდა, პირველი ადგილი 14.400 ქულით ბელორუსიელმა შარამკოპ იახომ მოიპოვა, ვერხლის მედლის მფლობელი კი 14.400 ქულით ბრიტანელი ლორენცო რეგინი-მორანი გახდა.

„ასეთი მასშტაბის ჩემპიონატში პირველად მოვიგე, ხალხი მხარს მიჭერდა და ეს მეხმარებოდა. პირველი ნახტომი რომ უკეთესად შემესრულებინა, პირველი ადგილის პრეტენდენტიც ვიქნებოდი. ცუდად გავირბინე ნახტომამდე, მეორე გარბენიც ცუდი იყო თუმცა ძალები მოვიკრიბე და კარგად გადავხტი,“ - განაცხადა დიმიტრი გოვოროვმა.

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 8 მედალია.

www.tbilisi2015.com

თეგებითბილისი 2015
0.116554