ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიურ "პორტუში" გადაბარგდა. ვეტერანი კიპერი პორტუგალიურ მედიას იმ მიზეზებზე ესაუბრა, რის გამოც სათამაშოდ ამ გუნდში გადავიდა.
"სხვადასხვა შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ესპანეთის დატოვება მინდოდა, თუმცა ამავდროულად ჩემს ქვეყანასთან ახლოს მინდოდა მეთამაშა. "პორტუ" პრესტიჟული კლუბია, მე მოვედი გუნდში, სადაც ტიტულების მოგების საშუალება ყოველ სეზონში მექნება. ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორ პორტუგალიაში გამარჯვებისთვის, ისე ევროპაში რაც შეიძლება შორს გასასვლელად", - თქვა კასილიასმა.
იკერ კასილიასმა მადრიდის "რეალი" 25-წლიანი თანამშრომლობის შემდგომ მიმდინარე წელს დატოვა და "პორტუს" შეუერთდა.