ჩოგბურთი

13:44 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი ლუსი კანკოვა ჩემპიონი გახდა

თბილისში მიმდინარე ოლიმპიური ფესტივალის საჩოგბურთო ტურნირზე გოგონათა შორის ერთეულთა თანრიგის ოქროს მედლის მფლობელი ჩეხი ლიუსი კანკოვა გახდა. ფინალში პირველ ნომრად განთესილმა კანკოვამ მეოთხე ნომრად განთესილი რუსი ტაისია პაჩკალევა ანგარიშით 6:4 6:3 დაამარცხა.

პირველი დაძაბული სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და რუსმა მხოლოდ 4 გეიმის მოგება მოახერხა. მეორე სეტში კი გარდამტეხი ბოლო, მეცხრე გეიმში ჩეხის გაკეთებული ბრეიკი აღმოჩნდა, რაც კანკოვას მოგების წინაპირობა გახდა.
მთელი მატჩის განმავლობაში ჩეხმა 4, რუსმა კი ვერც ერთი ეისი ვერ გააკეთა.

„ოლიმპიადაზე ერთი ოცნებით და ერთი მიზნით მოვდიოდი- გავმხდარიყავი გამარჯვებული. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ამ მიზნისთვის მიმეღწია და ბედნიერი ვარ, რომ გამომივიდა,“ - განაცხადა ჩეხმა ჩემპიონმა.
მთავარი კორტის პარალელურად, პირველ კორტზე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ერთმენთს რუმიენლი სელმა კადარი და ლატვიელი დანიელა ვისმანი შეხვდნენ. მატჩის გამარჯვებული მესამე ნორმად განთესილი რუმინელი გახდა, რომელმაც მეტოქე ანაგრიშით 6:4 6:4 დაამარცხა.

www.tbilisi2015.com

თეგებითბილისი 2015
0.117994