მიმდინარე ახალგაზრდულ ფესტივალზე ვაჟთა კალათბურთში ჩატარებულ მატჩში მე-7 ადგილისთვის, საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 63:71 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ამ ორ ნაკრებს შორის შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე უკვე გაიმართა, სადაც ჩერქეზიშვილის კალათბურთელებმა დიდი ანგარიშით - 89:50 გაიმარჯვეს.
მატჩი ქართველების უპირატესობით დაიწყო, თუმცა თურქეთის ნაკრებმა მეორე მეოთხედში მოახერხა ანგარიშის თავის სასარგებლოდ შეცვლა და საბოლოოდ შეხვედრა 8 ქულიანი სხვაობით მოიგო.
ეს თურქეთის გუნდისთვის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში მოგებული პირველი თამაშია, მათ ამ გამაჯვებით მე-7 ადგილი მოიპოვეს.
www.tbilisi2015.com