ფეხბურთი

11:24 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "სიონი" დაამარცხა

დამდეგი სეზონითვის მზადებას განაგრძობენ საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადრები. გორში მოქმედმა ჩემპიონმა "დილამ" ბოლნისის "სიონი" მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 3:0.

ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. ალექსანდრე კვახაძის თავური ზუსტი აღმოჩნდა. გორელთაგან მეორე გოლი 69-ე წუთზე "დილას" ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემ გაიტანა, ხოლო სპარინგს წერტილი გუგა ფალავანდიშვილმა მატჩის მიწურულს დაუსვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116338