იტალიის მოქმედ ჩემპიონ ტურინის "იუვენტუსს" წამყვანი ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი გამოკალდა. 30 წლის მცველმა დაზიანება გდანსკის "ლეხიასთან" (2:1) ამხანაგური მატჩისას მიიღო და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მცველი მომდევნო 20 დღე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიელინი თავის გუნდს იტალიის სუპერთასზე, "ლაციოსთან" მატჩში ვერ დაეხმარება, რომელიც 8 აგვისტოს გაიმართება.
კიელინის გარდა, "იუვეს" კიდევ ერთი მცველი ანდრეა ბარძალი ჰყავს ლაზარეთში, რომელიც "ლაციოსთან" ასევე ვერ ითამაშებს.