ფეხბურთი

17:22 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე გადადგომას აპირებს

თურქული "ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე დაკავებული თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ აქტიურად წერს თურქული მედია. აღნიშნულის მიზეზი კი, როგორც თურქი ჟურნალისტები ამბობენ, გუნდიდან მეკარისა და კაპიტნის ონურ კივრაკის დემონსტრაციული წასვლაა, რასაც კლუბის სპორტული დირექტორის სულეიმან ჰურმას გადადგომაც მოჰყვა. ჰურმა კი ის ადამიანია, ვინაც შოთა ტრაბზონულ გუნდში მიიწვია.

გამოცემა fanatik-ის ცნობით, არველაძე გუნდს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ დატოვებს. "ტრაბზონსფორი" აღნიშნულ შეხვედრას ხვალ მაკედონიაში "რაბოტნიჩკის" წინააღმდეგ გამართავს.

შოთა არველაძე "ტრაბზონსფორის" მთავარ მწვრთნელად ერთი თვის წინ დაინიშნა და გუნდს აქამდე ორ მატჩში წარუძღვა, რომელთაგანაც თურქებმა ორივე შეხვედრა მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114792