სხვა

14:01 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მშვილდოსან ქალთა ლიცენზია

ქართველმა მშვილდოსნებმა ხათუნა ნარიმანიძემ, ქრისტინე ესებუამ და იულია ლობჟანიძემ კოპენჰაგენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს.

მათ პლეი-ოფის პირველ წრეში იტალიის ნაკრებს აჯობეს 5:1, მერვედფინალში გავიდნენ და ამ შედეგით ზაფხულის თამაშებში მონაწილეობის უფლება გაინაღდეს.

იტალიელებთან შეხვედრის პირველი სეტი 54:52 დასრულდა, მეორეში ფრე იყო - 55:55, მესამეში კი კვლავ ჩვენებმა გაიმარჯვეს - 55:54.

ცნობისთვის, მეოთხედფინალში საქართველოს ქალთა ნაკრები უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ სამხრეთ კორეას გაეჯიბრა და 2:6 დამარცდა.

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა მშვილდოსნებმა გუნდურად მოიპოვეს ოლიმპიადის საგზური.

0.118448