იტალიის სერია A-ს ბინადარ ფლორენციის "ფიორენტინას" თავდამსხმელი მარიო გომესი კარიერას დიდი ალბათობით, სტამბოლის "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, თურქული გუნდი წარმომადგენლები იტალიაში იმყოფებიან და "იებთან" ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებასაც მიაღწიეს. გომესის სანაცვლოდ "ფიორენტინა" 7 ან 8 მილიონ ევროს მიიღებს.
მარიო გომესი ფლორენციულ გუნდში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო მასზე გაცემული ავანსი ნაკლებად გაამართლა.