ვეტერანი რუმინელი თავდამსხმელი ადრიან მუტუ მშობლიურ გამოცემა costin deslius-სთან ინტერვიუში წარსულს იხსენებს, რომელშიც მან ზლატან იბრაჰიმოვიჩის თაობაზე საინტერესო რამ გაიხსენა.
"როდესაც "იუვეში" თანაგუნდელები ვიყავით, თამაშის შემდეგ სასტუმროს ერთ ნომერში გვეძინა. ერთხელაც მან გამაღვიძა და შეშინებულმა მითხრა: - ადრი, გაიღვიძე! - კოშმარი მესიზმრა, რონალდო უფრო ძლიერია, ვიდრე მე. ზლატანი დავამშვიდე და ვუთხარი: არა, ზლატან, არა! მსოფლიოში საუკეთესო ხარ, დამშვიდდი", - იხსენებს მუტუ.
ადრიან მუტუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი "იუვენტუსში" 2004-2006 წლებში თამაშობდნენ.