ფეხბურთი

15:27 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეების წარდგენა: სერბეთი - ამოუცნობი გუნდი

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოწინააღმდეგე სერბეთის ნაკრები იქნება. ამჯერად სწორედ მათ წარმოგიდგენთ.

საწყისი

სერბეთი ადრე იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა და პირველი მატჩი 1920 წელს გამართა, როცა ჩეხოსლოვაკიის გუნდთან 0:7 განადგურდა. ეს მარცხი ამ გუნდის ისტორიაში ყველაზ დიდი ანგარიშით წაგებული მატჩია, ურუგვაის ნაკრებთან განცდილ მარცხთან ერთად (1924 წელს). იმავე ჩეხოსლივაკიასთან კი 1925 წელს აგრეთვე 0:7 წააგო. მოგებით კი ვენესუელის ნაკრებს 1972 წელს იუგოსლავიელებმა 10:0 აჯობეს.

ფინალური ეტაპი

სერბეთს დამოუკიდებლობის პერიოდში ევროპის ჩემპიონატზე არ გაუღწევია. ისე კი, იუგოსლავიის სახელით, 5-ჯერ იასპარეზა. ამათგან ორ შემთხვევაში კი ფინალი წააგო, 1960 და 1968 წლებში. ბოლოს ეს გუნდი ევრო 2000-ზე თამაშობდა, სადაც მეოთხედფინალში მასპინძელ ჰოლანდიასთან 1:6 განადგურდა.

მუდნიალებზე კი დამოუკიდებელი სახელით გასვლა სერბეთმა 2010 წელს მოახერხა, მაგრამ ჯგუფური ბარიერიც ვერ დაძლია. ოთხი წლით ადრე კი სერბეთ-ჩერნოგორიის სახელით გერმანიაში ითამაშა და იქაც ჯგუფში ჩარჩა. ჯამში აქამდე მსოფლიო პირველობაზე მათ 11-გზის გაუღწევიათ. საუკეთესო შედეგი კი 1930 წელს აჩვენეს, როცა ნახევარფინალი ითამაშეს. 1990 წელს კი საუკეთესო 8 გუნდში მოხვდნენ.

ახლა

სერბეთის ნაკრებს კრიზის ხანა უდგას. გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს კატასტროფულად ატარებს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. თანაც, სანქციების გამო, მინუს ორი ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდს გაისად საფრანგეთში ვერ ვიხილავთ.

გუნდი

არადა, ცალკეული ფეხბურთელები რომ ავიღოთ, სერბეთი საკმაოდ მძლავრი გუნდი გამოვა. ბრანისლავ ივანოვიჩი, ალექსანდრ მიტროვიჩი, ზორან ტოშიჩი, ადემ ლიაიჩი, ნემანია მატიჩი, მატია ნასტასიჩი და სხვები. მოკლედ, სერბთა ნაკრები მაღალი კლასის ფეხბურთელთა არყოლას არ უჩივის...

ჩვენთან

ავსტრიის ნაკრების დარად, საქართველოს ეროვნულ გუნდს სერბების წინააღმდეგ ნათამაშები არ აქვს.

მატჩების განრიგი

საქართველო - სერბეთი, 2017 წლის 24 მარტი

სერბეთი - საქართველო, 2017 წლის 9 ოქტომბერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113433